ბადრი ჯაფარიძე - ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება „ქართული ოცნების“ მიერ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადასტურდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისია იქნება.

როგორც ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებისთვის იქნება ძალიან ძლიერი სადამკვირვებლო მისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმის რისკებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კვლავ არ მოხდეს ხმების მიტაცება. გარდა სადამკვირვებლო მისიისა, თითოეული მოქალაქის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, თითოეული პარტიის აქტიურობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის კარგია იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იქნება ძალიან ძლიერი და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ხმები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება არჩევნების დღემდე გამოვლინდეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია