ნიკოლოზ სამხარაძემ ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას წარუდგინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე ჩრდილოეთ მაკედონიაში, მიმდინარე წლის მაისში, ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო-ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის გაერთიანებული მისიის ხელმძღვანელის რანგში აკვირდებოდა.

„ჩვენი დელეგაცია 72 დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის იყო 54 პარლამენტის წევრი 25 სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას ჩრდილოეთ მაკედონიისა და მისი ხალხის მიმართ" , - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიის ერთობლივ დასკვნებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში და ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული, თუმცა ხაზი გაუსვა რომ პროცესი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მოწესრიგებული.

"მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები იყო ეფექტურად ორგანიზებული, თუმცა წინასაარჩევნოდ ხმების მოსყიდვის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა გავლენა მოახდინა პროცესისადმი ნდობაზე", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით საბოლოოდ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი იყო მოწესრიგებული, გამჭვირვალე და დადებითად შეფასდა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, საარჩევნო კომისიები სრულად არ იცავდნენ ხმების დათვლის დროს დადგენილ პროცედურებს.

„არჩევნებთან დაკავშირებით ODIHR-ის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება უახლოეს თვეებში და ჩვეულებისამებრ ის მოიცავს რეკომენდაციებს და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება ჩრდილოეთ მაკედონიას ქვეყნის საარჩევნო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა