პენტაგონი უკრაინისთვის 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ისა და NASAMS-ის ჩამჭრელებს შეიძენს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩამჭრელებს შეიძენენ.

უწყების განმარტებით, დახმარების პაკეტის შესყიდვა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მოხდება.

„ეს თანხები გამოყენებული იქნება უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელების შესაძენად“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათი განმარტებით, შედეგად, უკრაინა მიიღებს ჩამჭრელებს, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება, რათა თავისი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან დაიცვას.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის 150 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა თეთრმა სახლმაც გამოაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება