დაგლას ჯონსი - უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დროს უკრაინას შესთავაზებენ კონკრეტულ გზებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი გაწევრიანების დასაჩქარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. გორდონ დაგლას ჯონსმა, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს განუცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შემაჯამებელ დეკლარაციაში დადასტურებული იქნება ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ თანხმდება.

დაგლას ჯონსის განმარტებით, ალიანსი განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ახლა, როგორ შეაჩეროს რუსეთი მომავალში და როგორ მოამზადოს უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, რომ ვაშინგტონში სამიტზე ასევე მიწვეული არიან 35 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება