პეტრე ცისკარიშვილი - თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა - იციან, დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, პირველივე არჩევნებზე დიდი ანგარიშით დამარცხდებიან!

თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლება „პუტინისტური სახელმძღვანელო წიგნებით“ ხელმძღვანელობს.

„ცხადზე ცხადია ის, რომ დემოკრატიის თუ ვინმეს ეშინია, არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების, ფასეულობების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან! ამ შიშების გამო კი ისინი დემოკრატიული ფასეულობების პენეტრაციას, დემოკრატიული ინსტიტუციების სიმტკიცეს, განვითარებას და კონსოლიდირებას ქვეყანაში ყველანაირად ეწინააღმდეგებიან. ისინი ხელმძღვანელობენ პირდაპირ პუტინისტური სახელმძღვანელო წიგნებით, პუტინისტური მიდგომებით, კანონებით, პროპაგანდით, მართვით და ფიქრობენ, რომ თუ პუტინმა მოახერხა და ორ ათეულ წელზე მეტია ინარჩუნებს ხელისუფლებას, ჩვენც იგივე გზას უნდა დავადგეთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი დინასტია უსასრულოდ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, მაგრამ თუ იქნება დემოკრატია, გახსნილობა, თავისუფალი არჩევნები, სამართალი და კანონის უზენაესობა ასე ხომ ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას?! ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, ახალგაზრდების პერსპექტივაზე, ამიტომ ეს ერთმანეთთან კავშირშია. ის თუ რა კანონებს მიიღებ, რა ღირებულებებით იცხოვრებ ქვეყანაში პირდაპირ აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო