პეტრე ცისკარიშვილი - ეუთოს დეკლარაციაში ხელისუფლებისთვის მტკივნეული პუნქტებია, ამიტომ ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია და არ მოსწონს - ეს ადამიანები მზად არიან ივანიშვილს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურონ და იცხოვრონ დიქტატურის ქვეშ

ამ დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებული, პრაქტიკულად, ყველა პუნქტი გაურკვეველია კობახიძისთვის - ეს ადამიანები მზად არიან ბიძინა ივანიშვილს ემსახურონ ცხოვრების ბოლომდე და იცხოვრონ დიქტატურის ქვეშ, რასაც არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ შეეგუება, - ასე გამოეხმაურა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეა საუბარი, "ქართული ოცნებისთვის" მოსაწონი ვერ იქნება, ვინაიდან მიაჩნია, რომ მმართველი პარტიისთვის მტკივნეულ თემებზეა საუბარი.

"ამ დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებული, პრაქტიკულად, ყველა პუნქტი გაურკვეველია კობახიძისთვის. ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისევე როგორც იმ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომელზეც ევროპა, ეუთო და ევროკავშირი დგას.

ეს ადამიანები მზად არიან ბიძინა ივანიშვილს ემსახურონ ცხოვრების ბოლომდე და იცხოვრონ დიქტატურის ქვეშ, რასაც არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ შეეგუება. რა თქმა უნდა, ამას ხედავენ და ამის წინააღმდეგ არიან ევროპაშიც და ბუქარესტის დეკლარაციაში ეს ყველაფერი აისახა.

რუსეთის ჯარებმა რომ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, ეს ცხადია და გამეორებული იქნება არაერთხელ. ესეც გარკვეულწილად აშინებთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მაგრამ გაცილებით უფრო მტკივნეული პუნქტები მდგომარეობს შემდეგში - იქ საუბარია საარჩევნო პროცესზე, რომ დიდი რისკი და საფრთხეა, რომ "ოცნებამ", შესაძლოა, კიდევ ერთხელ დრამატულად გააყალბოს არჩევნები, ამიტომ არის მოწოდება, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ დასავლეთიდან. ასევე არის ძალიან მკაფიო ტექსტი, რომ რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი საქართველოს შიგნით, დემოკრატიულ ღირებულებებს ძირს უთხრის. ეს მუხლები კი მისთვის [ირაკლი კობახიძისთვის] გაუგებარია და არ მოსწონს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, "ამ რეზოლუციაში მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები მოხვდა".

"ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო