თინა ბოკუჩავა - 8 ივლისს ვგეგმავთ ჩავატაროთ მნიშვნელოვანი ღონისძიება - ერთგვარი პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 8 ივლისს გაიმართება პარტიის ყრილობა და ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდება პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საკითხი.

ბოკუჩავას თქმით, მას ექნება პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა” მისი თავმჯდომარეობით შევიდეს.

„იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ, შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ, პოლიტსაბჭოს ფორმატში.

8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. ამასთან, სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. შევიკრიბეთ დღეს, რადგან მივიღოთ გადაწყვეტილებები.

იცით, ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში.

რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, რას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს“.

„რას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს? ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოიხსენიებენ, როგორც რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული არჩევანი. ეს არის მოცემულობა და ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ მას.

ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები. წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს