ირაკლი ქადაგიშვილი - მარტივი კითხვაა, რატომ არის არასამთავრობო სექტორის ელემენტარული გამჭვირვალობა მათთვის დამანგრეველი?!

მარტივი კითხვაა, რატომ არის არასამთავრობო სექტორის ელემენტარული გამჭვირვალობა მათთვის დამანგრეველი?! დისბალანსია - პინის ერთ მხარესაა სახელმწიფოს იმ დონის გამჭვირვალობა, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და მეორე მხარეს არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი საქმიანობის ელემენტარული გამჭვირვალობის ეშინიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისივე შეფასებით, “სამარცხვინო საქციელია, როდესაც თავად გამჭვირვალობას ითხოვ, ხოლო საკუთარ გამჭვირვალობას ყველანაირად ეწინააღმდეგები“.

“არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც არ სურთ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს, ასევე - გარკვეული დაინტერესებული ძალები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. მათ მოიგონეს სლოგანი “რუსული კანონი“ და ამ ლოზუნგით დადიან.

მათი განცხადებები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები და ამ გაგებით მათი ფასი ხალხისთვის ნულის ტოლია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის