ISW - უკრაინა რამდენიმე ახალი ბრიგადის აღჭურვას ვერ ახერხებს

უკრაინა სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტს ებრძვის და ახალ ბრიგადებს აყალიბებს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ აღჭურვას დასავლური სამხედრო დახმარების დაგვიანებისა და არასაკმარისი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

„დასავლეთის დროული და ადეკვატური დახმარება უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, რომელიც განსაზღვრავს როდის და რამდენად შეძლებენ უკრაინული ძალები ხელში ჩაიგდონ ინიციატივა ბრძოლის ველზე და განახორციელონ ოპერატიულად მნიშვნელოვანი კონტრშეტევითი ოპერაციები მომავალში“, - აცხადებენ ორგანიზაციის ექსპერტები.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები ციტირებენ ჩასოვ-იართან განლაგებული ერთ-ერთი უკრაინული ბრიგადის მეთაურს, რომლის თქმითაც, მის ოპერატიული ზონაში უკრაინულ ჯარებს უფრო მეტად ესაჭიროებათ საბრძოლო მასალა, ვიდრე ცოცხალი ძალა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უნარი, ჩაატაროს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია, დამოკიდებულია ახალი ბრიგადების მძიმე აღჭურვილობით აღჭურვაზე. ISW-ი წერს, რომ როგორც ჩანს, საუბარია სულ მცირე 10 ახალი უკრაინული ბრიგადის დასავლური იარაღით, მათ შორის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით და ტანკებით, აღჭურვაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება