თინა ბოკუჩავა - შეუძლებელია, რაიმე გამამართლებელი მოიძებნოს, იმისთვის, რომ ეუთო-ს დეკლარაციას ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ - ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ, ახსნა არ აქვს

შეუძლებელია, რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს, იმისთვის, რომ ეუთო-ს დეკლარაციას ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ - ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ, ახსნა არ აქვს და ვერც ექნება - პარტნიორებს უმძიმესი რეაქცია ჰქონდათ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრებს “საქართველოს არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან აღარ მიესვლებათ”.

“შეუძლებელია, რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს, თუნდაც მათი მხრიდანაც კი, იმისთვის, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც არის ბუქარესტის დეკლარაცია, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ, ახსნა არ აქვს და ვერც ექნება. ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ ამ დეკლარაციაში აისახა ღრმა წუხილები იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს. მათ შორის, “რუსული კანონის” მიღების სახით. რეალური მიზეზი გახდა ის, რომ მაკა ბოჭორიშვილმა და ნიკა სამხარაძემ, ივანიშვილის პარტიის წევრებმა, დათმეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები იმისთვის, რომ დაეცვათ ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება და პარტიული ინტერესი. ივანიშვილი და პარტია დააყენეს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე მაღლა.

პარტნიორებს უმძიმესი რეაქცია ჰქონდათ, ბუნებრივია. ზოგადად, უმძიმესია ივანიშვილის პარტიის წევრების მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე. სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, რომ მათ აღარ მიესვლებათ საქართველოს არც ერთ საერთაშორისო პარტნიორთან. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი რუსეთის დავალებებს ასრულებენ და ეს აისახა, მათ შორის, რეზოლუციაშიც”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, "საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის".

გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.

დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა "ქართული ოცნების" დელეგაციამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა