თინა ბოკუჩავა - ირაკლი კობახიძე აღარც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეა სასურველი სტუმარი და სპიკერი და აღარც ფეხბურთის ნაკრების ღონისძიებაზე აღარ შეეგება ხალხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა „ღიად ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ“.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ახალი ხელისუფლების პირობებში, აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ურთიერთობებს აღადგენს, არამედ სხვა ნიშნულზე გადაიყვანს.

„საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, გაღრმავებული ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები და დამატებითი ფინანსები თავდაცვის ნაწილში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე „აღარც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არის სასურველი სტუმარი და სპიკერი და აღარც ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ღონისძიებაზე აღარ შეეგება ხალხი“.

„ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ ირაკლი კობახიძე და მისი პოლიტიკური პატრონი ბიძინა ივანიშვილი არიან სრულიად დისკრედიტირებულნი და მათ აღარ აქვთ არც პარტნიორების და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

დემოკრატია და ხალხის ნება აშინებს მხოლოდ დიქტატორებს და აშინებს მხოლოდ ავტოკრატებს და სწორედ ავტოკრატად ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აშინებს საქართველოს მეგობრების პოზიციებიც და რაც მთავარია საკუთარი ხალხის პოზიციები და ხმა. ამისთვის აუცილებელია, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და ძალაუფლება კვლავ დავუბრუნოთ პროევროპულ, დასავლელ ქართველ ხალხს, რომელთა ნებითაც შემდეგ არამხოლოდ აღდგება ურთიერთობები დასავლეთთან, აშშ-სთან, არამედ გადავა კიდევ უფრო ახალ მჭიდრო ურთიერთობის ნიშნულზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს