თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მონაწილეობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლს და მიმდებარე ტერიტორიას რეგულარულად ვასუფთავებთ, მაინც დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას და აქ მოსულ სტუმრებს, შევინარჩუნოთ სისუფთავე, გავუფრთხილდეთ რეკრეაციულ სივრცეებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მოვათავსოთ მხოლოდ კონტეინერებში. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება“ - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

ამასთან, განმარტავენ, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge

გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:

1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;

5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;

10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს