ინოვაციები კუჭ-ნაწლავის კიბოს მკურნალობასა და ქირურგიულ ტექნიკაში Acıbadem-ის კლინიკებში

ზოგადი ქირურგია მედიცინის დარგია, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოების (კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, პანკრეასი), ენდოკრინული სისტემის, მათ შორის, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თიაქრის დაავადებების, ასევე ტრავმების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზეა მიმართული. კუჭნაწლავის კიბოს მკურნალობის პროცესში ქირურგიული ოპერაცია, როგორც წესი პირველადი არჩევანია, რომელსაც ხშირად განკურნების პოტენციალიც გააჩნია.

პროფესორი დოქტ. ერმან აიტაჯი, Acıbadem University-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ფაკულტეტის წევრია. იგი გამორჩეული სპეციალისტია, რომელმაც პოსტ-სადოქტორო კლინიკური კვლევა და რეზიდენტურა აშშ-ში კლივლენდის კლინიკის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა ინსტიტუტის კოლორექტალური ქირურგიის დეპარტამენტში დაასრულა. ამჟამად იგი Acıbadem Atakent Hospital-ის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი სპეციალიზდება მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაზე, ლაპარასკოპიულ ქირურგიაზე და რობოტულ ქირურგიაზე, ასევე ონკოლოგიურ ქირურგიაზე (სიმსივნის შემთხვევაში). მისი თქმით უკანასკნელ წლებში საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს მკურნალობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და სფეროში არსებულმა ინოვაციებმა პაციენტების ცხოვრების გახანგრძლივებას და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყვეს ხელი.

კიბოს მკურნალობა ზოგადი ქირურგიის მეთოდით მოიცავს, როგორც ქირურგიულ ოპერაციას, ასევე ქიმიოთერაპიას, რადიაციულ თერაპიას, ტარგეტირებულ თერაპიებსა და იმუნოთერაპიებს. ქირურგიული მკურნალობა, ძირითადად მიემართება კიბოს სრულად ამოკვეთასა, ხოლო პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად ინიშნება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.

ბოლო პერიოდში, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგია კიბოს მრავალი ტიპის მკურნალობაში ყველაზე მეტად გამოყენებადი მეთოდებია. აღნიშნული მინიმალურად ინვაზიური ტექნიკები პაციენტებისთვის მინიმალურად დამაზიანებელია, ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელების პროცესი და მინიმალურია გართულებების რისკები. ვინაიდან ტექნოლოგიები და ქირურგიული ტექნიკები სულ უფრო იხვეწება, მინიმალურად ინვაზიური ქირურგია პაციენტთა უფრო ფართო წრისთვის ხდება ხელმისაწვდომი, რასაც თავის მხრივ დადებითი გავლენა აქვს პაციენტის გამოჯანმრთელებასა და მათი ცხოვრების ხარისხზე.

კუჭ-ნაწლავის კიბო და მისი ქირურგიული მკურნალობის მეთოდები

პროფესორი დოქტ. ერმან აიტაჯი განმარტავს, რომ კიბოს ყველა ტიპის შემთხვევაში არსებობს, როგორც ფართოდ მიღებული, ასევე გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდები.

კუჭის კიბო

კუჭის კიბოს სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ინიშნება ქირურგიული ჩარევა. ენდოსკოპიური რეზექცია დაავადების უფრო ადრეულ სტადიებზე გამოიყენება, ხოლო გასტრექტომია დაავადების ბოლო ეტაპებზე ინიშნება, რისთვისაც ჩვეულებრივ ლაპაროსკოპია, ინიშნება ხოლმე. სიმსივნის შესამცირებლად და რეციდივის რისკის შესამცირებლად ქიმიოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ოპერაციამდე (ნეოადიუვანტური) ან ოპერაციის შემდეგ (ადიუვანტური). რადიაციული თერაპია კი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ქიმიოთერაპიასთან ერთად.

კოლორექტალური კიბო

კოლორექტალური კიბოს ადრეული დიაგნოზის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ჩვეულებრივ მკურნალობის ძირითადი მეთოდია. ასეთ დროს ხშირად გამოიყენება ასევე ლაპაროსკოპიული კოლექტომიაც, რომელიც ინიშნება, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა მხარის კოლორექტალური კიბოს შემთხვევაში ან მთლიანად მსხვილი ნაწლავის ამოსაკვეთად. ლაპაროსკოპია გამოიყენება სწორი ნაწლავის ზედა ნაწილში არსებული სიმსივნის ამოსაკვეთად - წინა დაბალი რეზექციის სახით, ხოლო აბდომინოპერინეალური რეზექციის სახით - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში მდებარე სიმსივნეების შემთხვევაში. რაც შეეხება ადიუვანტურ ქიმიოთერაპიას, იგი გამოიყენება ოპერაციის შემდეგ დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად. რადიაციული თერაპია კი ინიშნება ოპერაციამდე სიმსივნის ზომის შესამცირებლად, განსაკუთრებით სწორი ნაწლავის კიბოს დროს.

პანკრეასის კიბო

როგორც წესი პანკრეასის კიბოს დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში ქირურგიას, მხოლოდ ადრეულ სტადიებზე მიმართავენ. პანკრეასის კუდის სიმსივნის ამოკვეთა შესაძლებელია ლაპარასკოპიული მეთოდით. თავის პანკრეასის კიბოსთვის, რობოტული ქირურგია გამოიყენება უიპლის პროცედურის სახით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პანკრეატიკოდუოდენექტომია, რაც ქირურგს მეტი კონტროლისა და სიზუსტის შესაძლებლობას აძლევს.

ღვიძლის კიბო

ღვიძლის კიბოს ქირურგიული მკურნალობის მეთოდები მოიცავს ღვიძლის რეზექციასა და ღვიძლის ტრანსპლანტაციას. ღვიძლის რეზექციისას სიმსივნით დაზიანებული ღვიძლის ნაწილის ამოკვეთა ხდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი როგორც წესი რეგენერირდება და ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას. ღვიძლის კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ჩატარებული ღვიძლის რეზექცია - სიმსივნური ნაწილის ამოსაკვეთად, ლაპაროსკოპიული მეთოდით ხორციელდება (ნაწილობრივი ჰეპაქტომია). ეს მეთოდი გამოიყენება მცირე ზომის და ადვილად მისაღწევ ადგილებში არსებული სიმსივნეების შემთხვევაში. ღვიძლის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისას შესაბამის პაციენტებში ინიშნება ღვიძლის ტრანსპლანტაცია. TACE-ს (ტრანსარტერიული ქიმიოემბოლიზაცია) კი მიმართავენ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების უფრო გვიანი სტადიები აღენიშნებათ.

ეზოფაგეალური (საყლაპავი მილი) კიბო

ეზოფაგექტომია ქირურგიული პროცედურის ნაირსახეობაა, რომელსაც ეზოფაგეალური კიბოს დროს მიმართავენ. ეზოფაგექტომიის დროს ეზოფაგუსიდან სიმსივნური ნაწილის ამოკვეთა ხდება და აღნიშნული პროცედურა ტარდება, როგორც ტრანსჰიატალური ასევე ტრანსთორაკალული მეთოდებით. მინიმალურად ინვაზიური ეზოფაგექტომია (MIE) წარმოადგენს ქირურგიულ პროცედურას, რომელიც ლაპაროსკოპიული და თორაკოსკოპიული მეთოდების კომბინაციაა. რობოტული ქირურგია, თავის მხრივ ზუსტი განაკვეთისა და რეკონსტრუქციის შესრულების საშუალებას იძლევა. ქირურგიულ ოპერაციასთან ერთობლიობაში ინიშნება ასევე ქიმიოთერაპია და რადიო თერაპია, როგორც ოპერაციამდე ასევე მის შემდეგაც.

ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის მიდგომები

ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის მეთოდების ძირითად უპირატესობებს განეკუთვნება მცირე ზომის განაკვეთები, ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი, ნაკლები დაყოვნება საავადმყოფოში, ინფექციის ნაკლები რისკი და სწრაფი გამოჯანმრთელება. რობოტული ქირურგია ქირურგს მეტი კონტროლისა და უფრო ზუსტი განაკვეთის გაკეთების საშუალებას აძლევს.

ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგია მრავალი ტიპის კიბოს შემთხვევაში სულ უფრო მეტად სასურველი მკურნალობის მეთოდი ხდება, რომელიც დაავადების უფრო ადრეული სტადიის და მცირე გავრცელების არეალის შემთხვევაში გამოიყენება. მინიმალური ტრავმულობის გათვალისწინებით მცირე ინვაზიური ქირურგიის გამოყენება მიზანშეწონილია მაღალი რისკის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებშიც, ხოლო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მინიმალურად ინვაზიური ქირურგია პაციენტების უფრო ფართო სპექტრისთვის ხდება ხელმისაწვდომი, რასაც თავის მხრივ დადებითი გავლენა აქვს პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხზე.

Acıbadem Healthcare Group-ი ჯანდაცვის დაწესებულებაა, რომელშიც დანერგილია ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის უახლესი ტექნოლოგიები, სამედიცინო პერსონალი კი გამოცდილი და კვალიფიციურია. პაციენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომასა და მულტიდისციპლინური მკურნალობის მეთოდს. Acıbadem Healthcare Group-ში თანამედროვე სამკურნალო აღჭურვილობებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოქმედებს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს უწყვეტ, უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების ფართო და ყოვლისმომცველ სპექტრს.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა