ლევან ხაბეიშვილი - სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს - ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, ნურმაგომედოვთან შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ზონდერების ჩამოყვანას?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.

"ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან კუნთმაგარი ადამიანების, 300-500 პირის მობილიზება მოხდება, რომლებიც შემდგომ თავ-პირს დაამტვრევენ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, მათი ეს შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყანაში ზონდერების ჩამოყვანას?

გვითხრან რა საკითხზე ისაუბრეს, გეოპოლიტიკაზე რომ არ ისაუბრებდნენ ვიცით, თუ ანაკლიის პორტის ჩინელებს რომ მისცეს ეს განიხილეს, თუ საქართველო როგორც ცენტრალურ დერეფანი?" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს