იაპონიის ელჩი საქართველოში - მოხარულები ვართ, რომ პროექტის „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ ფარგლებში ჩვენი პარტნიორები BTU და გაეროს ქალთა ორგანიზაცია არიან

„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ - ასე ჰქვია ახალ ინიციატივას, რომელსაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების გასაძლიერებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, განახორციელებს. პროექტის ფარგლებშიც ბენეფიციარები ტექნოლოგიებს შეისწავლიან.

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი, რომლებიც სააპლიკაციო წესით შეირჩევა.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური განათლების გაზიარებასა და პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას. ის ხელს შეუწყობს ინკლუზიური და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გარემოს განვითარებას, ასევე, ტექნოლოგიური ინდუსტრიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და ძლიერი ეკოსისტემის შექმნას.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალისთვის ითვალისწინებს ტექნოლოგიებში გადამზადებას, მათთვის დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზებას. ვეცდებით, ვიმუშაოთ სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან იმ მიზნით, რომ გაიზარდოს მონაწილეების რაოდენობა, რომელთაც ინიციატივაში ჩართვის სურვილი ექნებათ. ეს სფერო იძლევა შესაძლებლობას, რომ გადამზადების შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ არსებულ IT კომპანიებში დასაქმდნენ ჩვენი ბენეფიციარები და სწორედ ამაზე იმუშავებს უნივერსიტეტი“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში” წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელიც იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიმართულია იმ მწვავე პრობლემების გადაჭრაზე, რომლებსაც ომისა და იძულებით გადაადგილების შედეგად, ქალები და გოგოები ყველაზე ხშირად აწყდებიან. საქართველოში პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის მაქსიმალურად ინკლუზიური, უსაფრთხო, კომფორტული სივრცის შექმნასა და ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნის მიზნით, მათი ტექნოლოგიური მიმართულებებით გადამზადებას.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისა და გოგონების ჩართულობა ტექნოლოგიურ სფეროში, რადგან სარგებელს მიიღებენ არა მარტო ქალები, არამედ მათი შვილები. მათ შეეძლებათ, შექმნან მოქნილი სამუშაო გარემო და სახლიდან იმუშაონ. ინიციატივა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ, მათი საარსებო საშუალებების აღდგენას შეუწყობს ხელს და ეს არის პრიორიტეტი უშუალოდ უკრაინის მთავრობისთვის. ომის დასრულების შემდეგ ქალები შეძლებენ აღიდგინონ ძველი ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ქართველი ხალხისაც, რადგან მათ დახმარების ხელი გაუწოდეს უკრაინელ ხალხს და მიიღეს ისინი თავიანთ ქვეყანაში“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

პროექტის პრეზენტაცია ასევე ესწრებოდა იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, რომელმაც ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს არის ინიციატივა, რომელიც გააძლიერებს უკრაინელ ქალებს ტექნოლოგიებში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ამ ტიპის პროექტებს, რადგან ის ეხმარება სწორედ იმ ქალებს, ვისაც ეს სჭირდება. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში.

გადამზადების სასწავლო პროგრამა მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური ინგლისურის უნარების განვითარებას, ტექნოლოგიურ კურსებს პროგრამული პროდუქტების ტესტირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, პროექტის მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც დაეხმარება მათ რეალურ მაგალითებზე დამყარებული, მაქსიმალურად სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.

სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა დასრულდება უკრაინელ ქალთა სათემო პლატფორმის დაარსებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათი მხარდაჭერის ქსელს.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა