„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ - BTU გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს

საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების გასაძლიერებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს განახორციელებს. „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ - ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ტექნოლოგიებს შეისწავლიან.

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი, რომლებიც სააპლიკაციო წესით შეირჩევა. სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა დასრულდება უკრაინელ ქალთა სათემო პლატფორმის დაარსებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათი მხარდაჭერის ქსელს.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური განათლების გაზიარებასა და პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას. ის ხელს შეუწყობს ინკლუზიური და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გარემოს განვითარებას, ასევე, ტექნოლოგიური ინდუსტრიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და ძლიერი ეკოსისტემის შექმნას.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, ის მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური ინგლისურის უნარების განვითარებას, ტექნოლოგიურ კურსებს პროგრამული პროდუქტების ტესტირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, პროექტის მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც დაეხმარება მათ რეალურ მაგალითებზე დამყარებული, მაქსიმალურად სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.

„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში” წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელიც იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიმართულია იმ მწვავე პრობლემების გადაჭრაზე, რომლებსაც ომისა და იძულებით გადაადგილების შედეგად, ქალები და გოგოები ყველაზე ხშირად აწყდებიან. საქართველოში პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის მაქსიმალურად ინკლუზიური, უსაფრთხო, კომფორტული სივრცის შექმნასა და ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნის მიზნით, მათი ტექნოლოგიური მიმართულებებით გადამზადებას.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია უკვე გაიმართა, რომელსაც იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე ესწრებოდნენ.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა