ლევან ბეჟაშვილი - სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება - „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს

სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს მათი „ერთგული თანამდებობის პირების დანიშვნას“.

„სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს, რომ მისი ერთგული თანამდებობის პირები დანიშნონ. გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურაც, სწორედ, ამის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ მოვუწოდებდით და კვლავაც მოვუწოდებთ, რომ კანდიდატებმა არ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ის ლეგიტიმურობას მოკლებულია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამ თემისა, ბეჟაშვილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიახლეებს შესთავაზებს პარტია 8 ივლისს დაგეგმილ ყრილობაზე და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან.

„ერთობას გავაფორმებთ ქართველ ხალხთან. ამ ერთობაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც ხშირად, შეიძლება, უფრო მეტი ელექტორალური წონა ჰქონდეს, რომელიმე პარტიასთან მიმართებით. ამიტომ, ამ მხრივ ეს პროცესი 8 ივლისს დაიწყება. გარკვეული სიახლეები, შეთავაზებები იქნება საზოგადოებისთვის. წინასაარჩევნო კამპანიის ამოწურვამდე მზარდი ტალღა გვექნება ასეთი შემოდინებების და საზოგადოება ბევრ საინტერესო ადამიანს იხილავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს