საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, პირველი ტრენერთა ტრენინგი (ToT) გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის მიერ არის დაფინანსებული, „პროფესიული პედაგოგიკა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი მასწავლებლებისათვის“ პროგრამის პირველი ტრენერთა ტრენინგი (ToT) გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ნაკადში პროექტის პარტნიორი კოლეჯებისა და ჰესების 14 წარმომადგენელი გადამზადდა, რომლებიც ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესაბამისად მოამზადებენ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს საქართველოს 8 რეგიონში.

„ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა პროფესიულ განათლებაში სწავლების სხვადასხვა ფორმებზე მიიღეს ინფორმაცია, ასევე ყურადღება გამახვილდა, სასწავლო პროცესში სტუდენტთა მრავალფეროვნებასა და მასწავლებლის როლზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

ტრენინგის მსვლელობისას საუბარი შეეხო სწავლებისა და შეფასების მეთოდების შერჩევას სწავლის შედეგის შესაბამისად, ასევე სასწავლო რესურსების სახეობებსა და მათი შესაბამისობის დადგენას სწავლის შედეგთან და პროფესიული კოლეჯების მასწავლებლის მიერ უსაფრთხო გარემოს მოწყობის მექანიზმებს.

შედეგად, ტრენერები შეძლებენ მომზადება-გადამზადების პროგრამის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგს უძღვებოდა მაგდებურგის უნივერსიტეტის მასტერ ტრენერი პროფესიულ განათლებაში, ნინო ელბაქიძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც BAG აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, პირველი ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ტრენერები შეძლებენ მომზადება-გადამზადების პროგრამის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას, რაც ვფიქრობთ, ენერგეტიკის სექტორში პროფესიული კადრების მომზადების თვალსაზრისით, ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, 8-10 ივლისს, ტრენერთა ტრენინგს პროექტში მონაწილე პროფესიონალთა მეორე ნაკადი გაივლის.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა