სერგო ჩიხლაძე - "ქართული ოცნების” დასანქცირებული ლიდერების ვინაობა იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა - ვინმეს მხრიდან ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, არის უბრალოდ სპეკულაცია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, აშშ-ის მიერ დასანქცირებული “ქართული ოცნების” ლიდერების სახელები და გვარები იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ერთადერთი სანდო დოკუმენტი, განცხადება, სადაც ნახსენებია, ვინ არის დასანქცირებული, ეს არის თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ლაპარაკია “ქართული ოცნების” ზოგიერთ დეპუტატზე, საუბარია “ქართული ოცნების” ლიდერებზე, ზოგიერთ ძალოვანზე, რომლებიც შემჩნეული არიან ანტიდემოკრატიულ და ადამიანის უფლებების შემლახველ ქმედებებში. კონკრეტული სახელი და გვარები იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავარაუდოდ, ამ პიროვნებებმა. ამიტომ ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ვინმეს მხრიდან, არის უბრალოდ სპეკულაცია. ჩვენ უბრალოდ ვიცით რომელი უწყების წარმომადგენლები არიან ან რომელი მიმართულებიდანაა ეს ხალხი. სახელები და გვარები, საბოლოო ჯამში, გამჟღავნდება. ამ ეტაპზე, ეს არის რამდენიმე დეპუტატი, “ქართული ოცების” რამდენიმე ლიდერი, სავარაუდოდ, არა დეპუტატი და ძალოვანი უწყების რამდენიმე წარმომადგენელი. ამაზე მეტი ინფორმაცია არავის აქვს.

ფაქტია, რომ ეს რამდენიმე ათეული ადამიანი არსებობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს სახელები და გვარები ცნობილი იქნება. უფრო მეტიც, საუბარია არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებზე, საუბარია ფინანსურ სანქციებზეც. ფინანსური სანქციები კი არის ის სანქციები, რომელზეც უკვე ყველას ექნება ინფორმაცია, როგორც 4 მოსამართლის შესახებ ჰქონდა. მთავარი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი, დანარჩენი სანქციაც იქნება, დამნაშავეების დასასჯელად სხვა რამეც იქნება, მაგრამ მთავარია ოქტომბრის არჩევნები”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება