ლევან ხაბეიშვილი - მას შემდეგ, რაც კობახიძეს თავისუფლების მოედანზე დაემართა, თავმოყვარე ადამიანი თანამდებობაზე არ უნდა იყოს

რაც კობახიძეს თავისუფლების მოედანზე ქართველმა ხალხმა დამართა, თავმოყვარე ადამიანი ამის შემდეგ საქართველოს სახელით არ უნდა საუბრობდეს. პოლიტიკოსისთვის ამაზე მეტი სიცხადე კიდევ რა შეიძლება იყოს? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც აშშ-სთან პოლიტიკის გადატვირთვას ეხებოდა.

მისი თქმით, კობახიძის ადგილზე, თავმოყვარე ადამიანი თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინციდენტის გამო გადადგებოდა.

„მე ვწუხვარ ამ ადამიანის გამო, რაც მას გადახდა თუნდაც ბოლო დღეებში, როცა ხალხმა ადეკვატური პასუხი გასცა. ამის შემდეგ საერთოდ რატომ აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს სახელით ისაუბროს. მე ძალიან გაკვირვებული ვარ, ერთი კონკრეტული ადამიანია, რომელიც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას, ფინანსურ რესურსებს და მას, როგორც ჩანს, ამის გარეშე არ შეუძლია, თორემ, თავმოყვარე ადამიანი, მას შემდეგ, რაც მას თავისუფლების მოედანზე დაემართა, ცხადია თანამდებობაზე არ უნდა იყოს. კიდევ ბევრი მიზეზია, თუმცა ეს ბოლო მაინც განსაკუთრებულია. პოლიტიკოსისთვის ამაზე მეტი სიცხადე კიდევ რა შეიძლება იყოს?“ , - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს