ფორუმის მონაწილე  - m&i Tbilisi-ის  ფორუმით ბევრ ადამიანს გავაცნობთ საქართველოს და ამ ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალს

თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

m&i Tbilisi 2024-ის ფორუმს საქართველოში ევროპიდან 65 პოტენციური დამკვეთი ეწვია. მათი ცნობით, m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.

m&I-ის მონაწილე ბალაზ ბართას თქმით, m&i Tbilisi-ის ფორუმით ბევრ ადამიანს საქართველოს და მისი საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გააცნობს.

„ამ ფორუმში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, ძალიან მომეწონა საქართველო, ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, საოცარი კერძები გაქვთ, თბილისი ნამდვილად საოცარი ქალაქია, ძალიან კარგად არის ფორუმი ორგანიზებული. იმედი მაქვს უნგრეთში შევძლებ ბევრ ადამიანს გავაცნო თუ როგორი საინტერესო ქვეყანაა საქართველო და რა პოტენციალი აქვს საქმიანი ტურიზმის კუთხით“,- აცხადებს ბალაზ ბართა ფორუმის მონაწილე, უნგრეთიდან.

მათი ცნობით, m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან 65 პოტენციური დამკვეთი ეწვია. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.

მათივე ინფორმაციით, m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.

მათივე ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის