შარლ მიშელი - ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია

ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას ევროკავშირის სახელით რუსეთთან ჩართულობის მანდატი არ გააჩნია.

ევროპული საბჭო მკაფიოა: რუსეთი აგრესორია, უკრაინა მსხვერპლია. უკრაინის შესახებ არანაირ საუბრებს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი უკრაინის გარეშე”, - წერს მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიაში გაჟღერებულ ამდაგვარ ცნობებს ეხმაურება, რომელთა თანახმადაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - უნგრეთის - პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად უნგრულ მედიაში გავრცელდა, რის შემდეგაც ის, თავის წყაროებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლების” უნგრულმა სამსახურმაც დაადასტურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს