ლევან გოგიჩაიშვილი - თუ „ლელო“ გადაწყვეტს „ახალთან“ ითანამშრომლოს, ეს იქნება "განაცების" გზა

„ქართულ ოცნებას“ არა მარტო დააკლდა ამომრჩევლის რაოდენობა, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მისვლის რაოდენობაც გაეზარდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა ძლიერი პოლიტიკური იდენტობის მქონე ბევრმა პარტიამ მიიღოს, რათა ამომრჩეველს მისთვის მისაღები ალტერნატივა ჰქონდეს.

„ეს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ ხალხის მისვლის რაოდენობას გაუზრდის. დაემატება, ალბათ, ორასი ათასი ამომრჩეველი, რომელიც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, მაგრამ ამ პროცესების გამო მივა. განსაკუთრებით მივლენ ის ახალგაზრდები, რომლებიც, ეს პროცესი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არ მივიდოდნენ. ბევრი პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“ - მას ამ პროცესებით არა მარტო დააკლდა ამომრჩევლის რაოდენობა, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მისვლის რაოდენობაც გაეზარდა.

აქამდე იყო ასეთი მოცემულობა - ვინც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იყო, ბოლო მომენტში მაინც „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას, ეს რეალობა ახლა ჩაკეტილია, ჩვენმა პარტიამ ელექტორატის გადადინება ჩაკეტა. ზუსტად ამიტომაა ჩვენი პარტიის არსებობა მნიშვნელოვანი, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, გაჩენილიყო სივრცე.

„ლელოსთან“ მიმართებაშიც ჩვენი დამოკიდებულება ასე იყო - ხშირ შემთხვევაში არ არის ერთი მოცემულობა საკმარისი, ამიტომ, საჭირო იყო სხვა ძლიერი პოლიტიკური იდენტობის პარტიები, რომლებიც არ იქნებოდნენ ასოცირებული არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ და გააჩენდნენ იმ სივრცეს, სადაც ამომრჩეველს სხვა ალტერნატივა ექნებოდა. ჩვენ ეს ვთქვით - თუ „ლელო“ ამ იდენტობას შეინარჩუნებდა და ამ ველში დარჩებოდა, ზოგადი სურათისთვის „ნაცების“ და „ოცნების“ ჯამი რომ არ იყოს 50%-ზე მეტი, მერე გააჩენდა პარლამენტში იმ შესაძლებლობას, რომ გარკვეული კონფიგურაცია პოსტ არჩევნების სივრცეში ჩამოყალიბებულიყო. თუ „ლელო“ გადაწყვეტს პარტია „ახალთან“ ითანამშრომლოს, ეს იქნება განაცების გზა. მე არ მინდა „ლელოს“ განაცება, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ვისურვებდით, რომ „ლელომ“ თავისი იდენტობითა და რესურსით მოახერხოს პარლამენტში შესვლა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში