ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ირანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და მოქალაქეებმა არჩევანი რეფორმატორ მასუდ პეზეშკიანსა და მკაცრი კურსის მიმდევარ საიდ ჯალილს შორის უნდა გააკეთონ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ყოფილი კარდიოქირურგი მასუდ პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს. ის ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება.

მასუდ პეზეშკიანის კონკურენტი, საიდ ჯალილი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და ირანის ყველაზე რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, ცნობილია მკაცრი ანტიდასავლური პოზიციითა და ბირთვული შეთანხმების აღდგენის წინააღმდეგობით, რომელმაც, მისი თქმით, გადალახა ირანის „წითელო ხაზები“.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპვის გამო დაინიშნა. მეორე ტური მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ ტურში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს