მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 89 ადამიანი დაიღუპა

მავრიტანიის სანაპიროებთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, სულ მმცირე, 89 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი მავრიტანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მავრიტანიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მიგრანტების ცხედრები, რომლებიც დიდ თევზსაჭერ ნავზე იმყოფებოდნენ, როდესაც ის გადაბრუნდა. ამასთან, მათ 9 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 5 წლის გოგონა.

შემთხვევა ატლანტის ოკეანეში, მავრიტანიის ქალაქ ნდიაგოდან დაახლოებით 4 კილომეტრში მოხდა.

ნავზე, რომელმაც ექვსი დღის წინ დატოვა გამბია-სენეგალის საზღვარი და ევროპისკენ მიემართებოდა,. სულ მცირე, 170 მიგრანტი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაზე სახიფათო გზებს ყოველწლიურად ათასობით დასავლეთ აფრიკელი მიგრანტი გადის, რათა ევროპას მიაღწიოს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში