ირაკლი ნადირაძე - 8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში

8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ 8 ივლისის ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა და პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

„პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 ივლისს ჩატარდეს ყრილობა, სადაც ერთის მხრივ დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა, ასევე პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ასევე ყრილობაზე საუბარი იქნება იმ სიახლეებზე, ცვლილებებზე, რომლებიც გააძლიერებს კიდევ უფრო მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის