ირაკლი ნადირაძე - ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - როდესაც ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას

ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - როდესაც ისინი ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად და სწრაფად რეაგირებენ ხოლმე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„როდესაც იცინი ხედავენ, რომ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები ქვეყანაში, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი არ შემოტანილი ინვესტიცია ეს არის ქვეყანაში დაკარგული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ის, რომ დღეს ქვეყანა იცლება, ის რომ დღეს არის ძალიან დიდი გაჭირვება, სიღარიბე, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“, ამ პოლიტიკის ბრალი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს