თინა ბოკუჩავა - ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბუქარესტის დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იყოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი გახდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ბუქარესტის დეკლარაციაზე მხარის არ დაჭერა „ქვეყნის ღალატის ტოლფასია“.

„რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ბუქარესტში ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასის ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ამასთანავე, ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუცია, სადაც შედის აშშ-ის დელეგაცია სხვა ევროპული ქვეყნების დელეგაციებთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ ბოლო ევროპული არჩევნების შედეგად, შეინარჩუნა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის სტატუსი, მათ შორის არის ყველაზე გავლენიანი ფრაქცია ევროპარლამენტში. იმ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ბუქარესტში, არის მოწოდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომ გააუქმოს „რუსული კანონი“, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას; შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აქ ხაზგასმულია ის, რომ ამგვარი მოთხოვნა ფიქსირდება სხვა არაერთ საერთაშორისო რეზოლუციაშიც. ის ასევე, მოითხოვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები. მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყოს სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ, რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, ვერ შეძლოს დარღვევებით ვერც ერთი ხმის მიტაცება. ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური მობილიზაცია და უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იყოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი გახდება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის.

გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.

დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა "ქართული ოცნების" დელეგაციამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია