გენპროკურორობის კანდიდატი - არ მრცხვენია რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ არაფერი დამიშავებია - ჩემს კლიენტს დასჭირდეს, მის გამო დღესაც გავაკეთებ ყველაფერს, როგორც ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვიყავი

არ მრცხვენია რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერი დამიშავებია. ჩემს კლიენტს, რომ დასჭირდეს, მის გამო დღესაც გავაკეთებ ყველაფერს, როგორც ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, რომ მართალი ვიყავი,- ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოზე დასმულ შეკითხვას, რომელიც წარსულში მის ციხეში ყოფნას ეხებოდა.

გენერალურ პროკურატურაში, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, კანდიდატ ლალი ბუნტურს აღნიშნულ საკითხზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა საპროკურორო საბჭოს წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა.

„ისაუბრეთ, რომ ხართ გასამართლებული, ნასამართლევი აღარ ხართ, რადგან ეს გაქარწყლებულია. წარმოადგინეთ ცნობა გაქარწყლებული ნასამართლეობის შესახებ, სადაც მართლაც ჩანს, რომ თქვენ გასამართლებული ბრძანდებით 180-ე მუხლით და ეს არის თაღლითობა და 339-ე მუხლით, ნიშნავს ქრთამის მიცემას. როგორც თქვით, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. მაინტერესებს, თუ მიმართეთ რაიმე ზომებს, რომ მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა“, - მიმართა კითხვით მუყასაშვილმა კანდიდატს.

თავად კანდიდატმა ბუნტურმა გადასინჯვის ნაწილში უპასუხა, რომ განაჩენის გადასინჯვის მექანიზმი გამოიყენა, საქმე ადვოკატთა ასოციაციაში გაასაჩივრა, რომელიც განხილვის ეტაპზეა. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, როგორც მან განმარტა წარსულში, ქურდობაზე პირს იცავდა, საქმის მიმდინარეობისას თაღლითობის მუხლი წარუდგინეს და ასევე იყო ქრთამის მიცემის წაქეზება.

ბუნტური განმარტავს, რომ ის ამ საქმეში მართალი იყო.

მისივე თქმით, საქმის პროკურორი დააწინაურეს, რომელიც დღეისთვის გენერალურ პროკურატურაში მუშაობს, თავად კი ციხეში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

„არ მრცხვენია, რომ ციხეში ვიყავი იმიტომ, რომ მე არაფერი დამიშავებია. სასამართლოზე კითხვა დამისვეს, ვცნობდი, თუ არა თავს დამნაშავედ - არ ვცნობ თავს დამნაშავედ! დანაშაული ჩავიდინე, რომ ხელი არ შევუშალე ქრთამის მიცემას, მაგრამ ჩემს კლიენტს, რომ დასჭირდეს, მის გამო დღესაც გავაკეთებ ყველაფერს, როგორც ადვოკატი“, - განაცხადა ბუნტურმა.

ცნობისთვის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან. ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა