პარტია „საქართველოსთვის“ -  „ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ეროვნულ ინტერესებს კიდევ ერთხელ უღალატა

„ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა.

„რეზოლუცია მოუწოდებს დეოკუპაციისკენ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერის სრული დაცვით და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ოქტომბრის არჩევნების დაცვაზე და კრემლის მიერ მხარდაჭერილად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს.

ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა, უარი თქვა რეზოლუციის მხარდაჭერაზე და პროპაგანდისტების მეშვეობით დაიწყო ყალბი ნარატივის გავრცელება, რომ, თითქოს, რეზოლუცია ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება.

ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ „ოცნების“ მხრიდან სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი ყალბი წინასაარჩევნო მანიპულაციაა. სინამდვილეში, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება“ არამხოლოდ ევროპულ მომავალს აყენებს რისკის ქვეშ, არამედ სუვერენიტეტსაც. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები კრიტიკულია, არამხოლოდ ევროპული მომავლის დასაცავად, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთო-ს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის.

გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციის მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს. დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა "ქართული ოცნების" დელეგაციამ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს