თინა ბოკუჩავა - ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ქვეყანას უდიდესი სიხარული აჩუქეს, გამარჯვების რწმენა დაუბრუნეს, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია - მინდა, მათ გულწრფელი მადლობა ვუთხრა

ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, გამარჯვების რწმენა დაუბრუნეს, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ჩვენ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის და გამარჯვების რწმენის დაბრუნებისთვის! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ეროვნული ნაკრების მიმართ გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ივანიშვილის პროპაგანდის მხრიდან ძალადობის გამართლება (რასაც ახალგაზრდების წინააღმდეგ ვხედავდით) და ნებისმიერი ფორმის კრიტიკის - მისაღებია თუ მიუღებელი, ბულინგად შერაცხვა, უკიდურესად არათანმიმდევრული და არაადეკვატურია“.

„ჩემი მხრიდან შემიძლია ერთადერთი კომენტარი გავაკეთო - ეროვნული ნაკრების ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას აჩუქეს უდიდესი სიხარული, დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, გაგვაერთიანეს და გვაჩვენეს, რომ ჩვენ ერთიანობით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია და მე მათ მინდა, რომ გულწრფელი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის და ამ გამარჯვების რწმენის დაბრუნებისთვის! ეს არის ერთადერთი, რაც მე მაქვს სათქმელი ამ თემაზე“,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს