UAG-ის 100 თანამშრომელი „112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ სერვის პლუსის მიმართულებით გადამზადდნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ ეფექტიანი კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 4-კვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ.

მათივე ცნობით, 112-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ, საწყის ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანების 100 თანამშრომელი გადამზადდა. ტრენინგის დასასრულს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ და ,,112”-ის დირექტორის მოადგილემ, მერი ჩიქობავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

„დასრულდა აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლების ტრენინგები, რომლებიც მიმართული იყო მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლებაზე. აღნიშნული ტრენინგები გაიარეს ჩვენი კომპანიის 100-მდე თანამშრომელმა როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების ე.წ. front desk-ის პერსონალმა. მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ მსგავსი სახის ტრენინგები, რომელთა პერიოდულად ჩატარებაც იგეგმება, თითოეული მათგანის კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენ მიერ მიწოდებული მომსახურების გაუმჯობესებას“,- განაცხადა ლევან ცხადაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, სწავლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო ტრენინგები სერვის პლუსსა და ეფექტურ კომუნიკაციაში ქუთაისის, მესტიის ამბროლაურის და სამომავლოდ, თელავის აეროპორტის თანამშრომლებს პერიოდულად ჩაუტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება