საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომლებიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების გაცნობის შემდეგ, კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას შეაფასებს, რის შემდეგაც, კომისია პრეზიდენტს კანდიდატს, ან კანდიდატებს წარუდგენს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ცენტრალური რგოლი და ინსტიტუცია, მართლმსაჯულების სისტემაში, ამიტომ როგორ შეირჩევიან და ვინ იქნებიან კანდიდატები, ამას ცხადია გავლენა ექნება მართლმსაჯულების სისტემაზე. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ დრომდე დიდი პრობლემებით მოქმედებდა, საბჭოში რიგი გადაწყვეტილებები არა საჯაროობით ან მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური მიკერძოებულობის მოტივებით მიიღება. ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი არამოსამართლე წევრების პოსტზე შესარჩევად, რომელიც პრეზიდენტმა უნდა გააწესოს აღნიშნულ თანამდებობაზე. კარგია რომ ამ პროცესს ეუთო/ოდირის წარმომადგენლობაც აკვირდება, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ სანდოობას შესძენს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბჭოში ერთი წევრი, პრეზიდენტის დანიშნული, იქნება ის პირი, რომელიც გამორჩეული იქნება კეთილსინდისიერებით და კრიტიკულ ხმას გააჟღერებს და იმ კითხვებს დასვამს რომელიც მნიშვნელოვანია"-განაცხადა კომისიის წევრმა გურამ იმნაძემ.

კომისია შერჩეულ კანდიდატებთან შეხვედრას მომავალ კვირას გამართავს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით ტრანსლირდება.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს გასდის.

პრეზიდენტი კი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი დანიშნოს. სალომე ზურაბიშვილი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისამდე დანიშნავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება