ადვოკატებმა სასამართლოში, ქაცარავას დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების, საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა ითხოვეს

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ადვოკატებმა, სასამართლოში, ქაცარავას დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების, საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა ითხოვეს.

აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას აღნიშნული კადრები არ აქვს ნანახი და რამდენიმე წუთი სჭირდება მის გასაცნობად, რის შემდეგაც დააფიქსირებდა პოზიციას.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დავით ქაცარავას დაკავების ამსახველო ვიდეოჩანაწერი წარმოდგენილი იქნებოდა.

"კადრები მეც არაერთხელ მინახავს სატელევიზიო სივრცეში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და დასაშვებად მიიჩნევს. სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, არ ზღუდავს სასამართლო მხარეების მიერ მტკიცებულებების წარმოდგენას.

ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული კადრები არ უნახავს და არ იცის, ამას ვერ გავიზიარებ, ეს კადრები არაერთხელ გავრცელდა ტელევიზიის მეშვეობით",- განაცხადა მოსამართლე კობა ჩაგუმავამ.

ამასთან, მოსამართლემ განმარტა, რომ ის ახლა ქაცარავას დაკავების კანონიერებას არ განიხილავს, თუმცა, ადვოკატების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქაცარავა 14 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს იგინებოდა უმისამართოდ და არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას. რაც შეეხება სახდელის სახეს, მისი განსაზღვრა უწყების წარმომადგენელმა სასამართლოს მიანდო.

ქაცარავას ადვოკატები საქმის შეწყვეტას ითხოვენ.

ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს