ვლადიმერ პუტინი ვიქტორ ორბანს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის კრემლში შეხვედრა მიმდინარეობს.

ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ ურთიერთობებსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს.

„იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ აზრები ამ რთულ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ყველაზე დიდი ევროპული კრიზისის განვითარების პერსპექტივაზე, ვგულისხმობ უკრაინის მიმართულებას“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ ის უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს