გია ვოლსკი - „ქართული ოცნება“ არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა - იმაზე ლაპარაკი, რომ „ხალხის ძალა“ საარჩევნო სუბიექტი იყოს, არ არის

„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით და მგონია, რომ ეს ასეც იქნება, 2024 წლის არჩევნებში ერთიანი ფორმატით გამოვა, ისევე როგორც ეს 2020 წლის არჩევნების დროს იყო. ის, რომ „ხალხის ძალა“ საარჩევნო სუბიექტი იყოს, ამაზე ლაპარაკი არ არის! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, რეალური კვლევები აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც “არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან არ არსებობს ადამიანი, ვინც სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას დესტაბილიზაციასა და ქვეყნის ცეცხლში გახვევა ამჯობინებს“.

ვოლსკიმ დღეს მედიასთან ოპოზიციის გაერთიანების საკითხზეც ისაუბრა.

“არსებობს ძველი “ნაციონალური მოძრაობა“ - კლასიკური და სტანდარტული. ასევე არსებობს მოჩვენებითი, ვითომ ახალი ორგანიზაცია, მაგრამ კვლავ “ნაციონალურ მოძრაობა“. ეს გაყოფა იმან გამოიწვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილისთვის ისტერიკიანი და არაინტელექტუალური ადამიანები მიუღებელი არიან. გამომდინარე აქედან, ჩათვალეს, რომ კიდევ ახალი “ნაცმოძრაობა“ უნდა შეიქმნას, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს იგივე “ნაცმოძრაობაა“. ეს ორი “ნაცმოძრაობა“ შეეცდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ფორმატი არ დაიშალოს. რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს ამ კონფიგურაციაში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერჯერობით ოფსაიდშია დატოვებული.

“ნაციონალური მოძრაობის“ მყარი მოკავშირე სუბიექტები არიან “ლელო“ და გიორგი გახარია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში