ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე მუსიკოს ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.

საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს