შალვა პაპუაშვილი ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელოვანი ქართველი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარშია აღნიშნული, თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეს და მუსიკოსის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტის შექმნა და ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეული წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.

„მწუხარებას გამოვხატავ სახელოვანი ქართველი მუსიკოსის და გამორჩეული ადამიანის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეს და მუსიკოსის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტის შექმნა და ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეული წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.

ვუსამძიმრებ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, კოლეგებს და მის თაყვანისმცემლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება