თინა ბოკუჩავა - საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდობა სახლებიდან და აუდიტორიებიდან რაიმეს მისაღწევად გამოსულიყოს და უკან დამარცხებული დაბრუნებულიყოს

ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მაქვს საშუალება გესაუბროთ თქვენ, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილი ხართ. საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდობა სახლებიდან და აუდიტორიებიდან რაიმეს მისაღწევად გამოსულიყოს და უკან დამარცხებული დაბრუნებულიყოს. არ არსებობს წინაღობა, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, სწორედ ახალგაზრდების დაუღალავმა პროტესტმა, წრფელმა ემოციებმა და გააზრებულმა, სამართლიანმა პოზიციამ ქვეყანას ისევ დაუბრუნა იმედი.

“ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მაქვს საშუალება გესაუბროთ თქვენ, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილი ხართ. ეს უბრალო კომპლიმენტი არაა. ეს რომ სრული სიმართლეა, თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს.

საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდობა სახლებიდან და აუდიტორიებიდან რაიმეს მისაღწევად გამოსულიყოს და უკან დამარცხებული დაბრუნებულიყოს. ეს მართლაც ასეა - ახალგაზრდობას წარმოუდგენელი ძალა და ენერგია გაქვთ. თქვენი გულწრფელობითა და უშიშრობით ნებისმიერი ბარიერის გარღვევა შეგიძლიათ. არ არსებობს წინაღობა, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ.

ასე იყო ყოველთვის - მაშინაც, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დროს ახალგაზრდობა ქუჩებში ქართული ენის გადასარჩენად გამოვიდა. მაშინაც, როცა ახალგაზრდობის შემართებამ და პატრიოტიზმმა ეროვნული მოძრაობის ტალღის შექმნაში მთავარი როლი შეასრულა. მაშინაც, როცა ახალგაზრდობამ აღარ მოითმინა კორუფციისა და განუკითხაობის ბატონობა, არჩევნების გაყალბება და „ვარდების რევოლუციის“ მთავარ ძალად იქცა.

ასეა ახლაც: როცა საქართველო მთავარ გზაგასაყარზეა, როცა წყდება ვიქნებით ევროპის, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, თუ ვიქცევით ისევ ჩამორჩენილი, ბნელი რუსეთის უკანა ეზოდ.

სწორედ ამ გადამწყვეტ დროს თქვენმა დაუღალავმა პროტესტმა, თქვენმა წრფელმა ემოციებმა და გააზრებულმა, სამართლიანმა პოზიციამ ქვეყანას ისევ დაუბრუნა იმედი. დღეს თქვენ შეგყურებთ საქართველო - შეგყურებთ იმედის თვალით და რწმენით, რომ თქვენით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა.

მე მიხარია, რომ დარბაზში ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც აქციების დროს მოვლენათა ეპიცენტრში იყავით, იდექით უშიშრად და დაუღალავად. მე მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იგორ ნარმანიას, რომ თავის მეგობრებთან ერთად ყოველთვის წინა ხაზზე იდგა და ახლაც მზადაა ეს ბრძოლა განაგრძოს და საბოლოო შედეგამდე მიიყვანოს.

მადლობა ყველა ახალგაზრდულ ჯგუფს, მიუხედავად პარტიული სიმპათია-ანტიპათიებისა. ყველაზე კარგად თქვენ გააცნობიერეთ, რომ ეს პარტიული ბრძოლა არაა. და რომ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოთ, ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოთ.

ამ თვალსაზრისით უფროსი თაობის პოლიტიკოსებმა თქვენ უნდა მოგბაძოთ. გადავლახოთ უთანხმოებები, წარსულის წყენები, განსხვავებები და ქართველი ხალხის ურყევი ნება აღვასრულოთ.

გადაჭარბების გარეშე - თუ არ ვიმოქმედეთ, ავტორიტარულ მმართველობაზე, ძალადობაზე და კრიმინალთან კავშირზე დამყარებული ერთი კაცის დაჯგუფება ქვეყანას დიდი ხნით უსპობს ევროპულ მომავალს”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის