თინა ბოკუჩავა - გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!  -  შეცდომის უფლება არ გვაქვს

გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი რეფერენდუმზე მივდივართ: „ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა“.

“სურათი ნათელია - ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ვერასდროს გახდება იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომლისთვისაც მთავარ ფუნდამენტს ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და ადამიანის ღირსება წარმოადგენს.

დავალება მარტივია - გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!

ამ თვალსაზრისით ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, უნდა ვეძებოთ არა განსხვავებები, არამედ საერთო შეხების წერტილები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება შევიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიებში, სადაც მოქალაქე არჩევანს საარჩევნო პროგრამის მიხედვით აკეთებს. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მივდივართ რეფერენდუმზე - ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა.

აქ შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება.

მოარული სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, პოლიტიკა არ აინტერესებთ, ინდიფერენტულები არიან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თუ საქმე ქვეყნის ბედს ეხება, არათუ მონაწილეობთ, არამედ პროცესების მთავარი წარმმართველი ძალა ხართ.

მეტიც, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმოკლეს ვადებში ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა უნიკალურმა თაობამ გადაიბაროთ! სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით ჭირდება!

ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არაა, რომ არ უნდა გაეკაროთ პოლიტიკურ პროცესს, არ ენდოთ არავის. ამით სურთ მათთვის ყველაზე საშიში ძალა გაანეიტრალონ.

ქვეყნის გადარჩენა კი სწორედ იმაშია, რომ როგორც ერთიანად, უშიშრად და ორგანიზებულად წარმართეთ პროტესტები, სწორედ ასე მოემზადოთ და ყველა თქვენ თანატოლთან ერთად, შექმნათ ერთი დიდი მშვიდობიანი ცვლილებების ახალგაზრდული ტალღა. თქვენ უნდა იყოთ ყველგან, ყველა უბანზე, ამომრჩევლებად, დამკვირვებლებად, მცველებად! მხოლოდ ასე გაიმარჯვებს საქართველო!”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა