პრეზიდენტი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია "სადაგის" წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება საქველმოქმედო ორგანიზაცია "სადაგის" წამოწყებას, რომლის ორგანიზებითაც ბათუმის სტადიონზე საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ, დასუფთავების აქცია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბათუმელ მოხალისეებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ ამ წამოწყებისათვის.

"დღეს მატჩი ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვიქნებით, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს გავიცანი და რომლებმაც ამ სტადიონის ნაწილი დაალაგეს და შემდგომშიც გააგრძელებენ.

ეს არის ის არაჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ნიჭი, რომელიც გვაქვს და ის არაჩვეულებრივი საზოგადოება, რომელიც გვყავს, რაც თავისთავად, ჩვენი გამარჯვებაა.

ძალიან დიდი მადლობა ამ პატარებს, დიდებსა თუ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენი მომავალი საზოგადოება, რომელიც არის შეგნებული, შემართებული და ყოველთვის გაიმარჯვებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი