ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა - თუ ივანიშვილი 26 ოქტომბერს არ გავისტუმრეთ, საქართველოს აღარ ექნება ბმა დასავლურ სამყაროსთან

ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას.

მისი თქმით, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადების გადაწყვეტილება არის ივანიშვილის იზოლაციის კურსის შედეგი.

„ამ სწავლების სახელი არის „ღირსეული პარტნიორი“. ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა, მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის აშშ-სთვის. მსგავსი ტიპის სწავლებები არ გაიმართება. ესაა რასაც ვამბობდით, ივანიშვილის იზოლაციის კურსი ნიშნავს, რომ არც უსაფრთხოების, არც ეკონომიკური და არც კულტურული კუთხით კავშირი და ბმა დასავლურ სამყაროსთან საქართველოს აღარ ექნება, თუ ივანიშვილი 26 ოქტომბერს არ გავისტუმრეთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში