უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უნგრეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო

უნგრეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო, - ამის შესახებ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრის კალენდარში გაუთვალისწინებელი ცვლილებების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ვიზიტი მოგვიანებით, იმედია უახლოეს მომავალში, განხორციელდეს. მიზეზი წმინდა ტექნიკურია და არა პოლიტიკური“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ორშაბათს, ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააუქმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება