თავდაცვის მინისტრი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფაზე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიქოვანი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტრო დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს გვერდში დაუდგება.

„მინდა სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, ახლობლებს, რა თქმა უნდა, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძალიან დიდი ტკივილია, ის დანაკარგი, რომელიც თავდაცვის ძალებში გვაქვს. ეს ტრაგედია უმძიმესია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინციდენტი სრულად იყოს გამოძიებული. მეორეს მხრივ, იმასაც ვიტყვი, რომ თავდაცვის ძალები ერთი დიდი ოჯახია და რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში დავუდგებით დაღუპული ვიცე-პოლკოვნიკის ოჯახს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია