სალომე ზურაბიშვილი - გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში და ვენდოთ მათ  - როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?!

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის საკითხზე განაცხადა.

„ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად, ერთგვარად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და რომელსაც უცხო ენაზე „ვეტინგი“ ჰქვია და ჩვენთან გადასინჯვა, თუ შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა.

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილია ის ხუთი კანდიდატი, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის მონაწილეები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე.

მათივე ცნობით, გუშინ შესარჩევი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ეტაპზე კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს