ნინო ლაცაბიძე - მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია

“ოქსიგენ ფესტის” (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები დანიური ჯგუფის Outlandish - ის და KORDZ-ის კონცერტით დაიწყო.

დღეს საღამოს კი საფესტივალო სივრცე, სტეფანესა და „შერეკილების“ კონცერტით უმასპინძლებს სტუმრებს. 7 ივლისს "ოქსიგენს" ჯგუფი „რეგიონი'“ და „MURO“ დახურავენ.

„ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსთავს საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და "ოქსიგენი” სწორედ ამის დასტურია. უკვე მესამე წელია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ცენტრალურ პარკში ტარდება საღამოები, რომლებიც, ჩვენს ქალაქში აქამდე არ ყოფილა. „ოქსიგენი“ წელს იმითაა გამორჩეული, რომ საერთაშორისოა და ძალიან პოპულარული ჯგუფი „აუთლენდიშია“ რუსთავში. მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საფესტივალო კარი, 18:00 საათიდან იხსნება. ტერიტორიაზე მოწყობილია კვების და ლუდის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

„ოქსიგენი” რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა.

საფესტივალო სივრცე, რუსთავის პარკში ამფითეატრისა და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი და სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და სტუმრებს, უკვე ერთი თვეა მასპინძლობს.

"ოქსიგენ ფესტი" რუსთავის მერიის და ,,ოქსიგენის“ ორგანიზებით იმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება