ნიდერლანდების ხელისუფლებაში მყოფი ულტრამემარჯვენე პარტია ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდება

ნიდერლანდების ხელისუფლებაში მყოფი ულტრამემარჯვენე პარტია ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფლების პარტიის“ (PVV) ლიდერი, ხეერტ ვილდერსი ავრცელებს.

ვილდერსის განცხადებით, მის პარტიას ევროპარლამენტში ძალების გაერთიანება სურს, ამიტომ პოლიტიკურ ჯგუფს „პატრიოტები ევროპისთვის“ შეუერთდება.

„ჩვენ „თავისუფლების პარტიის“ პატრიოტები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ძლიერი და სუვერენული. ჩვენ არალეგალურ იმიგრაციას ვეწინააღმდეგებით. მშვიდობასა და თავისუფლებას ვიცავთ. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. ჩვენს იუდეო-ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და ჩვენს ოჯახებს ვიცავთ“, - განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.

ნიდერლანდებში, გასული წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ (PVV) გაიმარჯვა და მემარჯვენე კოალიციურ მთავრობაში, რომელსაც დიკ სხოოფი ხელმძღვანელობს, ყველაზე დიდი პარტიაა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფი, სახელწოდებით „პატრიოტები ევროპისთვის“ შექმნეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის