კრწანისის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ძლიერმა ქარმა სახურავი 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

მისივე თქმით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა.

“სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ. ჩვენი სამსახური ყველაფერს შეამოწმებს.

ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყველასთან ადგილზე მიდიან და შემთხვევის იდენტიფიცირებას ახდენენ, ამის შემდეგ ამ დეტალებს შევისწავლით. მაქსიმალურად მოსახლეობას გვერდით დავუდგებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარებით. ამ დროისთვის, მოსახლეობისგან ვიღებთ შეტყობინებებს და ჩვენ მათთან მივდივართ, ამის გამო ჯერჯერობით ზარალის ოდენობა არ დაგვითვლია”, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.

განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა