მედია - ზეიმი და ვანდალიზმი საფრანგეთში - პოლიციამ პარიზის ცენტრალური მოედნის დემონსტრანტებისგან გასაწმენდად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქუჩებში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პარალელურად, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა და არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად გამოცხადებული შედეგები იზეიმა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა, იყო არეულობისა და ვანდალიზმის ფაქტებიც. ქალაქ ნანტში არეულობის ჩასახშობად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამასთან, პარიზის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დემონსტრანტების უმეტესობა ახალგაზრდა იყო, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება