იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს არის ალიანსში უკრაინის ნებისმიერი მომავალი გაწევრიანების წინაპირობა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, გამოცხადდება ახალი ინიციატივები უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ცენტრები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ გვექნება სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ჰაბები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე წვრთნები უკრაინული ძალებისთვის. ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ჩარჩოს უკრაინისადმი ჩვენს მხარდასაჭერად“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მოელის, რომ ვაშინგტონის სამიტამდე მოკავშირეები ახალ განცხადებებს გააკეთებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ქვეყნისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

„ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის, როგორც ამ ახალი წვრთნითა და დახმარებით, რომელსაც ნატო უკრაინას გაუწევს, ასევე გრძელვადიანი დაპირების თვალსაზრისით. ასევე ველი, რომ სამიტამდე მოკავშირეები ახალ განცხადებებს გააკეთებენ მეტი საჰაერო თავდაცვისა და მეტი საბრძოლო მასალის შესახებ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. საქმე ისაა, რომ პასუხი ყოველთვის იყო ის, რომ ომის დასრულება ომის წაგება. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ის უნდა დაჯდეს [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მიიღოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში და ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ასე რომ, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის გრძელვადიანი იქნება, მოითხოვს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა